ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.022709
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
154
05/04/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
010220000.10.003.022709
ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2021 - 09/06/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2021 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ე მუხლის საფუძველზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით:

1. ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შესამუშავებლად შეიქმნას ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – განვითარების და რეფორმების საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი  −  განვითარების და რეფორმების  საბჭოს წევრი;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ზ)  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

თ)  საქართველოს თავდაცვის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ი)  საქართველოს  იუსტიციის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

 კ) საქართველოს  შინაგან საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ლ) საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

მ) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

 ნ) საქართველოს  სახელმწიფო  მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

პ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი − განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრი.

2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრების კანდიდატურები.

3. განვითარების და რეფორმების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;

გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

4. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

5. განვითარების და რეფორმების საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, განვითარების და რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით.

6. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები,  საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

7. განვითარების და რეფორმების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი