„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017462
74
05/04/2021
ვებგვერდი, 06/04/2021
040170310.22.033.017462
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №74

2021 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 26 თებერვლის №43 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/03/2021, 040170310.22.033.017448) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს/მოპოვებულ იქნეს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოთამაშის სახელი და გვარი;

ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი;

გ) მოთამაშის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;

ე) მოთამაშის აქტიური ტელეფონის ნომერი;

ვ) მოთამაშის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი;

ზ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თ) მოთამაშის პაროლი;

ი) დასტური, რომ მოთამაშე ეთანხმება წესებს/პირობებს, სრულწლოვანია და არ მისცემს მისი სათამაშო ანგარიშით სარგებლობის უფლებას სხვა პირ(ებ)ს.“.

2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესით მოთამაშის ხელახალი ვერიფიკაციის გზით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილება დასაშვებია ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესით მოთამაშის ხელახალი ვერიფიკაციის გზით. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების მიზნებისთვის, ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით ვერიფიკაცია გულისხმობს მოთამაშის ახალ აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით ვერიფიკაციას და მისი გამოყენება დასაშვებია იმ პირობით, რომ სათამაშო ანგარიშის სხვა პირის მიერ გამოყენების თავიდან არიდების მიზნით ოპერატორს დანერგილი აქვს შესაბამისი პროცედურა ან/და მისი მხრიდან მიღებულია დამატებითი ზომები.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატორი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოთამაშედ რეგისტრაციისა და რისკზე დაფუძნებული მიდგომისას, გადაამოწმოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ამ მიზნით, ოპერატორი უფლებამოსილია სააგენტოდან მიიღოს მოთამაშის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, ფოტოსურათი და რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ძალაში შესვლის მომენტისთვის მოქმედი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელების და ლატარიის ორგანიზატორის მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაციისთვის/ვერიფიკაციისთვის მოქმედებს შემდეგი წესი:

ა) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

ბ) თუ 2021 წლის 1 მარტამდე რეგისტრირებულ მოთამაშეს ვერიფიკაცია გავლილი არ აქვს ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად, 2021 წლის 1 აპრილამდე ასეთი მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ვერიფიცირების შემთხვევაში, ასეთი მოთამაშე 2022 წლის 1 იანვრამდე ჩაითვალოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად;

გ) 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ მოთამაშე ჩაითვლება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იდენტიფიცირებულად და ვერიფიცირებულად იმ მომენტიდან, როდესაც ის აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების დროის მიუხედავად:

გ.ა) გავლილი აქვს ვერიფიკაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე წესის შესაბამისად;

გ.ბ) გააქტიურებული აქვს ტელეფონის ნომერი მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდით;

გ.გ) საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გადამოწმებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

2. ოპერატორი ვალდებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ინტეგრაცია განახორციელოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა, ხოლო, საქართველოს მოქალაქის და ბინადრობის მოწმობის მფლობელის შემთხვევაში, 2021 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 1 მაისამდე რეგისტრირებული მოთამაშის მონაცემების გადამოწმება სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში უზრუნველყოს არაუგვიანეს 2021 წლის 10 მაისამდე.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი