ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.123.016014
364
31/03/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
000000000.00.123.016014
ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №364

2021 წლის 31 მარტი

ქ. ქუთაისი

ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედნისათვის კონსტიტუციის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:

მუხლი 1. მიენიჭოს ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მოედანს კონსტიტუციის სახელი.

მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, იოსებ ხახალეიშვილს, წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მოედნის სახელდებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.  

მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ირაკლი შენგელია