დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017136 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების, პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 ივნისის №89 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2020, 140130000.22.034.017020) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები: „მუხლი 31 1. პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ამ ბრძანებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით. 2. სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აგროვებს ცნობებსა და მტკიცებულებებს და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (წესის დანართი №1) (შემდგომ - ოქმი). 3. ოქმი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და გააჩნია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მეორე კატეგორია - „დაცული“. ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 4. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ინდივიდუალურ ნომერს (6 ციფრი), რომელიც ანათებს ულტრაიისფერი დანათებისას; ბ) ექსკლუზიური რღვეული სიმეტრიის გილიოშურ დამცავ ბადეს; გ) ხაზის ნაცვლად გამოყენებულ მიკროტექსტს, სადაც იკითხება: ,,შსს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“; დ) ბადეს, ზედა მარჯვენა კუთხეში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ემბლემის სახით (გამოსახული მხოლოდ რიცხვით − „112“), რომელიც დაბეჭდილია ანტიკოპირებადი მანათობელი საღებავით და ანათებს ულტრაიისფერი დასხივებისას. 5. ოქმს გააჩნია ციფრობრივი ნუმერაცია, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. 6. ოქმის ქვედა მარცხენა კუთხეში დაიტანება ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის სახელწოდებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები და ოქმის რეგისტრაციის ნომერი. მუხლი 32 1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. ოქმში დაუშვებელია გადახაზვა, გადაშლა ან/და გადაფხეკა. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 2. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, ხოლო მოწმის არსებობის შემთხვევაში ასევე − აღნიშნული პირი. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, ან მოწმე უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. 3. ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება სამმართველოს.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები