დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 149 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.022704 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/09/2018, 010240030.10.003.020789) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 81 მუხლის:
1. „გ.ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა.ნ) დასაქმების ხელშეწყობის, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხებისა და ამ ფუნქციის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;“. 2. „გ.ა.ო “-„გ.ა.უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
მუხლი 2 |
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების სამინისტროდან სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში გადასვლასთან დაკავშირებით განხორციელდეს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეორგანიზაცია.
2. სამინისტრომ უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია. 3. სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიეცეს უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების განხორციელების მიზნით, მოახდინოს სამინისტროში ამ მიმართულებით დასაქმებული შესაბამისი პირ(ებ)ის უკონკურსოდ დანიშვნა.
|
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები