დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.10.003.022705 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების, მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულებისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2013, 120340000.10.003.017554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ დებულება): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროს კომპეტენტური სამსახური – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ვადის დაწყებისა და მისი ამოწურვის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული თარიღები, ასევე იმ დამსაქმებლის რეკვიზიტები ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემები და ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მისამართი, რომელთანაც მოქალაქე ვალდებულია, გამოცხადდეს მისთვის ამ ცნობის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ამასთან, ცნობას თან უნდა ერთოდეს სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურსა და დამსაქმებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეული მოქალაქის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ასლი. დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშს ამტკიცებს სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელი.“; ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აწარმოებს სააღრიცხვო ბარათს, რომელშიც აღინიშნება ამ მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მსვლელობა. ბარათის ფორმას შეიმუშავებს სახელმწიფო კომისია და ამტკიცებს სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელი;“; გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის, აგრეთვე გავლის პერიოდში მყოფი მოქალაქის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე.“. 2. №2 დანართის (მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულება) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო კომისიაში, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იქნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამინისტროს კომპეტენტური სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები