დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.022706 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ.მ) კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრი;“. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-16 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მათ მიმოქცევაზე კონტროლს, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას;“; ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას და სამედიცინო ქონებითა და სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგებას, ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები