„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 145
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.022700
145
02/04/2021
ვებგვერდი, 05/04/2021
240110000.10.003.022700
„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2021 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ოქტომბრის №483 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/10/2019, 2401100000.10.003.021503) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-4 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2023 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაცია განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5. „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მათი სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის ზოგადი წესის“ მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 და მე-17 მუხლები წვრილფეხა საქონელთან მიმართებით შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი