დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 06/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016877 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს N515 ბრძანებით (სსმ III, №96, 04.08.2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილებას;“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები: „ნ) ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილებას; ო) კანცელარიას; პ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დირექცია შედგება დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეების, მთავარი სერჟანტის, იურისტის, სამხედრო მოძღვრის (კაპელანი), ექიმისა და ფსიქოლოგისაგან.’’.
4. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 163, 164 და 165 მუხლები: ,,მუხლი 163. ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილება ფინანსური მართვისა და შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ლიცეუმის სტრუქტურული ერთეულების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის წინადადებების შეგროვებას, შეჯერებას, ანგარიშგებებისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსური ოპერაციების წარმოებას და ფულადი სახსრების კანონიერ ხარჯვას; გ) შრომის ანაზღაურების, სამივლინებო და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და დარიცხვას; დ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესის წარმართვას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 164. კანცელარია კანცელარია უზრუნველყოფს: ა) ლიცეუმის დოკუმენტაციის აღრიცხვას, წარმოებასა და შენახვას; ბ) საარქივოდ მომზადებული სამსახურებრივი დოკუმენტების, საქმეების, წიგნებისა და ჟურნალების გადამოწმებას, მიღებას და დაარქივებას; გ) ლიცეუმში შემოსული (გასული) საიდუმლო და მასზე განკუთვნილი არასაიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებას; დ) ადგილზე დამზადებული და გასაგზავნი დოკუმენტაციის აღრიცხვას და ადრესატამდე დაგზავნას.
მუხლი 165. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას; ბ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას; გ) ლიცეუმის კავშირგაბმულობის შიდა ქსელების მოწყობასა და მის გამართულ მუშაობას; დ) კომპიუტერული ქსელების, სისტემების, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მოწყობასა და მათ გამართულ მუშაობას; ე) უცხოეთის სამხედრო და სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები