„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016271
6
31/03/2021
ვებგვერდი, 02/04/2021
010250020.35.142.016271
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 31 მარტი

ქ. ნინოწმინდა

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის,  სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 05 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016267) და დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-3  და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონალურ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40%-ით, მაგრამ არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, იგივე პირობები ვრცელდება ქვითრის წარდგენისას, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 100 % - ით, არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.“.

„5. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი