დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 698 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017191 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის №24 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016531) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციას და აწარმოებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრს;“. 2. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1-ჟ4“ ქვეპუნქტები: „ჟ1) „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ავტორიზაციის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა და ავტორიზაციის მინიჭების, ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; ჟ2) ავტორიზაციის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება; საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის მაძიებელი პირისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნა; ჟ3) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა სერტიფიცირების პროცესის ზედამხედველობა; ჟ4) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები