„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016421
9
31/03/2021
ვებგვერდი, 02/04/2021
010260020.35.152.016421
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 31 მარტი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების – მერიის სამსახურების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2017,  010260020.35.152.016316). კერძოდ, დადგენილების  №7 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ – „ქ“ ქვეპუნქტები:

„ო) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

პ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ჟ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

რ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ს) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ტ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;

ფ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ქ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი