„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016420
8
31/03/2021
ვებგვერდი, 02/04/2021
010260020.35.152.016420
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2021 წლის 31 მარტი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის  №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017,  010260020.35.152.016315) შეტანილ იქნეს  ცვლილება. კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ​2“ ქვეპუნქტი:

„ზ​2) ახორციელებს საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებულ  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი