დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016577 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, №010250050.35.123.016421), კერძოდ, დადგენილების №1 დანართის (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება):
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „3. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, კომპეტენციის ფარგლებში; გ) უძღვება სამსახურის საქმიანობას. ახორციელებს სამსახურის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს სამსახურის განყოფილების/განყოფილებების სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს; ე) განკარგავს სამსახურის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია სამსახურის საკუთრებაში, მფლობელობასა და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის; ვ) მერს შესათანხმებლად წარუდგენს სოციალურ პროგრამებს, განსაზღვრავს მათ შინაარსობრივ პრიორიტეტებს. ზ) მონაწილეობს სამსახურში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევაში; თ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ი) უფლებამოსილია, სამსახურის თანამშრომლების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მერის წინაშე დააყენოს საკითხი მათზე სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს. აუქმებს, ან ცვლის თავისი მოადგილეების, ან სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ლ) უფლებამოსილია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები; მ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ნ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ; ო) ზრუნავს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/ გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე; პ) სამსახურის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, ახდენს სათათბირო ორგანოების (კომისიებისა და საბჭოების) შექმნის ინიცირებას მერის წინაშე; ჟ) მერს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; რ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ს) ასრულებს მერისა და კურატორი მერის მოადგილის სხვა დავალებებს; ტ) ანგარიშვალდებულია მერისა და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.“ 2. მე-6 მუხლის პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტები: „უ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ქ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამისი რეაგირება; ღ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; ყ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; შ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება; ჩ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები