დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში” ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ტრანსპორტის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 25/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 77, 29/08/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.012.004.398 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.398
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №25
2000 წლის 25 აგვისტო
ქ.თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" ცვლილებების შეტანის შესახებ
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და კერძოდ, ვარნა-ილიჩევსკი-ბათუმი/ფოთი რეგულარულ სარკინიგზო-საბორნე ხაზზე დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით , ვბრძანებ:
„სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და "ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მუხლი 6-ის _ „დამატებითი ანაკრეფები“ ცხრილში:
_ ქვეპუნქტ 6.1-ში ცხრილის მე-4 სვეტში ნაცვლად 1.50 აშშ დოლარი განაკვეთისა დადგინდეს 0.75 აშშ დოლარი;
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები