„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016452
5
30/03/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
010260020.35.104.016452
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

 

,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №39 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 15/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016334) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

 

ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახური“.

 

ბ) მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის მართვა და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე სოციალური მუშაობის ჩატარება, მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და უმუშევართა, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი