„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულის ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016421
7
30/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
010250020.35.121.016421
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულის ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2021 წლის 30 მარტი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულის ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი  და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულის ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 თებერვლის N4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.02.2021 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.55.121.010456) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი - ITL ;“

2. დადგენილების მე-4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ITL -  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს 1,0-ს;“

3. დადგენილების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5

ვანის მუნიციპალიტრეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე - 8,88 ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე - ქალაქ ვანის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 45,05 პროცენტი - 4 ლარი;

გ) ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - ქალაქ ვანის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 67,57 პროცენტი - 6,00 ლარი.

დ) დასახლებათა შორის არეალებში - ქალაქ ვანის ტერიტორიაზე დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 33,78 პროცენტი - 3,00 ლარი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი