დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.121.016420 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი’’ დანართის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და სამორიგეო) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ფლობის ზღვრულ ღირებულებას. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის მერი; ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო; გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. |
მუხლი 3.
განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები |
განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მერს; გ) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს; დ) ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს; ე) ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს. |
მუხლი 4.
სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი |
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში – 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე, დამატებით, 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მაღალი სამორიგეო ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. |
მუხლი 5.
ავტომობილების კლასიფიკაციის წესი |
|
მუხლი 6.
წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა |
დაწესებულების სპეციფიკიდან, თავისებურებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. |
დანართი N1
|
მსუბუქი ავტომობილები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები