“ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის წესის”-ს დამტკიცების შესახებ”

  • Word
“ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის წესის”-ს დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 10/53
დოკუმენტის მიმღები სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი
მიღების თარიღი 23/08/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 25/08/2000
სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.396
  • Word
10/53
23/08/2000
სსმ, 76, 25/08/2000
390.013.004.396
“ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის წესის”-ს დამტკიცების შესახებ”
სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.013.004.396

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება 10/53

2000 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის 282 ბრძანებულებით დამტკიცებული ”ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისა და ხელშეკრულების დადების მიზნით ტენდერისა და აუქციონის მოწყობის წესის შესახებ“ მე-2 თავის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის წესი“.

2. დაევალოს ტყეთმოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს (ი. ბაბუხადია) მკაცრად იხელმძღვანელოს აღნიშნული წესით.

გ. ჯაფარიძე

ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმის, გაცემისა და აღრიცხვის

წ ე ს ი

I. ზოგადი დებულებები

1. აღნიშნული წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზიის ფორმას, მისი გაცემისა და აღრიცხვის წესს.

2. ტყით სარგებლობის ლიცენზია არის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის სანებართვო დოკუმენტი.

3. ტყით სარგებლობის ლიცენზიით განისაზღვრება:

ა) ტყით სარგებლობის ადგილი;

ბ) ტყით სარგებლობის სახე;

გ) ტყით სარგებლობის ვადები;

დ) ასათვისებელი რესურსის სახე და ოდენობა

ე) რესურსის მოპოვების დასაშვები ფორმები და მეთოდები;

ვ) რესურსის ღირებულება, სხვა გადასახადები და მოსაკრებლები;

ზ) ტყით სარგებლობის სხვა უფლებები და პასუხისმგებლობა;

თ) სხვა პირობები.

II. ლიცენზიის ფორმა

1. ტყით სარგებლობის ლიცენზია შემდეგი ფორმისაა:

ლ ი ც ე ნ ზ ი ა 000

 

 

 

ტყის რესურსებით (მათ შორის ხეტყით) სარგებლობისათვის

1

ლიცენზიის მიმღები

იურიდიული პირი

(დასახელება, რეკვიზიტები)

 

2

ლიცენზიის გაცემის საფუძვლები

 

3

სალიცენზიო ობიექტის მდებარეობა და ფართობი (მეურნეობა, სატყეო, კვარტალი, ლიტერი)

 

 

4

 

ამოსაღები რესურსის სახეობა

ამოსაღები რესურსის რაოდენობა

 

4.1

4.2

4.3

4.4

4.5

4.6

4.7

 

4.1

4.2

4.3

4.4

4.5

4.6

4.7

 

 

5

რესურსის გამოყენების მიმართულება

 

6

ლიცენზიის მოქმედების ვადა

--------- ------- -------- დან

რიცხვი თვე წელი

--------- ------- -------- მდე

რიცხვი თვე წელი

 

7

ლიცენზიის პირობები

 

 

ლიცენზია გაცემულია

საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ

პასუხისმგებელი პირი

(გვარი,სახელი,თანამდებობა)

 

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

.

 (ხელმოწერის ადგილი)

ლიცენზიის გაცემის

თარიღი

--------- ------- -------- დან

რიცხვი თვე წელი

რეგისტრაციის

ნომერი

N

 

ტყით სარგებლობის (ხეტყის ზეზეურად გაცემის“, მოვლითი ჭრის“ მთავარი სარგებლობის ჭრის“, უკანონო ტყით სარგებლობის შედეგად ტყეზე მიყენებული ზიანის გაანგარიშებისა და ანაზღაურების) წესებს გავეცანი

ტყით მოსარგებლე _________________________

ბ.ა.

III. ლიცენზიის გაცემა

1. ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაიცემა:

ა) ხეტყის დამზადების მიზნით მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის;

ბ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის.

2. ხეტყის დამზადების მიზნით ხუთ წელზე მეტი ვადით ლიცენზია გაიცემა იმ იურიდიულ პირზე, რომელიც რესურსების მოპოვების პარალელურად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის ლიცენზიას გასცემს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით – ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი.

4. ტყით სარგებლობის ლიცენზია გამოიწერება ორ ცალად, რომლის პირველი პირი ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულ თითოეულ ტყით მოსარგებლეზე, ტყით სარგებლობის სტენდეორო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გაიცემა საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ

5. ლიცენზია ტარდება სახელმწიფო რეგისტრაციაში და ტენდერში ან აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა ტენდერის ან აუქციონის მოწყობიდან ორი კვირის ვადაში.

6. დაუშვებელია სახელმწიფო ტყის ფონდის ერთსა და იმავე ადგილას ერთი და იმავე სახის იყით სარგებლობისათვის ერთზე მეტი ლიცენზიის გაცემა.

7. ტყითმოსარგების მიერ ლიცენზიის დაკავრგვის შემთხვევაში, ის წერილობით მიმართავს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, რის შემდეგ მასზე გაიცემა ახალი ლიცენზია წარწერით დაკარგულის სანაცვლოდ“.

 

IV. ლიცენზიის აღრიცხვა

1. ტყით სარგებლობის ლიცენზია არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. მისი მიღება და გაცემა აღირიცხება დანომრილ და ზონარგაყრილ ჟურნალში.

2. ლიცენზიის ბლანკები ინახება საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობის და ტყით სარგებლობის სამმართველოში.

3. გაცემული ლიცენზიის მეორე პირი (ასლები) რეგისტრაციაში გატარებისა და ტყით მოსარგებლეზე გაცემის (რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით) შემდეგ ინახება სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ტყეთმოწყობისა და ტყით სარგებლობის სამმართველოში ლიცენზიის მოქმედების ვადის დამთავრებიდან 3 წლის განმალობაში.