დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.128.016424 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 23/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.128.016416) და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 13 687.5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 6 628.4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 5 423.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1 635.8 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8 989.8 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 8 391.9 ათასი ლარით.
მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 8 421.9 ათასი ლარით,ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 30.0 თასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური |
კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 3 694.1 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4 697.7 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3 745.3 ათასი ლარით:
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 3 745.3 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ ნაშთს, რომლის გამოყენებაც ხდება 2021 წლის განმავლობაში. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 51 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,მყარი ნარჩენების მართვის პროექტის’’ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში სესხის სახით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის ორი ცალი კომპაქტორიანი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანისა და ნარჩენების კონტეინერების გადაცემის დაფარვის წყაროს.
2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ძირითადი სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენდა 356 455 ლარს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკეთის 0,5 % - ს; 2020 წლის 31 დეკემბრისათვის დაფარულია სულ 181 854 ლარი, მ. შ ძირითადი გადასახდელი 76 400 ლარი და პროცენტი 105 454 ლარი; |
თავი II
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 8 964.1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით.
ათას ლარი
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდება გზების რეაბილიტაცია-კაპიტალური შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან; ამასთან მუნიციპალიტეტის საკუთარი სახსრებით განხორციელდება საზედამხედველო და საპროექტო სამუშაოების თანადაფინანსება. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განხორცილედება გზების გასწორხაზოვნება და თოვლის საფარისაგან გაწმენდა- მიმდინარე შეკეთება; ასევე საკუთარი საბიუჯეტო სახსრებით განხორციელდება საგზაო ნიშნების შეძენისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1134.6 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალონელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 348,7 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 302.6 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
თას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 110.3 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები |
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 20 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 21 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 10.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. |
მუხლი 22 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 24 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 25 |
ასიგნებების დაფინანსება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 26 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ და ეკონომიკურ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). |
მუხლი 27 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 28 |
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაცმთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 29 |
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 523,5 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,0 ათ ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66,0 ლარი. გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,0 ლარი. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. დ) საქართველოს მთავრობის 2021 წლის 04 თებერვლის №147 განკარგულებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით 383. 5 ათ. ლარი. |
მუხლი 30 |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისმოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები