დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 694 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.017187 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.027.016584) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, სამინისტროს სისტემის საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება იქნენ მიღებული სტაჟირებაზე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მინისტრის ბრძანებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ამავე დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთი სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი. სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს აქვთ უფლება, სტაჟიორობის საუკეთესო კანდიდატის შერჩევის მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები (წარდგენილი განაცხადების გადარჩევა და/ან წერითი დავალების მიცემა და/ან გასაუბრება). სტაჟიორს ენიშნება ხელმძღვანელი როგორც სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ისე შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან, რომლებიც ადგენენ სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ გეგმას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები