დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 420-IVმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.020306 |
420-IVმს-Xმპ
30/03/2021
ვებგვერდი, 13/04/2021
040030000.05.001.020306
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016753) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:
„41. სააგენტო თავისი ფუნქციების შესასრულებლად და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პროგრამულ უზრუნველყოფასა და მართვის ავტომატურ საშუალებებს იყენებს. 42. სააგენტო უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესრულებისას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია ელექტრონული დოკუმენტების საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებით განახორციელოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივნისიდან. |
თბილისი, 30 მარტი 2021 წ. N420-IVმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები