,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016438
5
29/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
010260020.35.154.016438
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 29 მარტი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                  
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, ჯანმრთელობის  დაცვისა  და სოციალური  უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №20 დადგენილებაში (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016351) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) მერიაში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიაში შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის რეგისტრაცია, დამუშავება და განაწილება, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადგენილი ვადების დაცვის კონტროლი, შესრულებული კორესპონდენციის გადაგზავნა;

ბ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;

დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება;

ე) მერიის სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების მომზადებაში მეთოდური დახმარების გაწევა; სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება; ვ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;

ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;

ი) გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზება;

კ) მერიაში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების შეხვედრების, თათბირების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებისთვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და მერიის სამსახურებს შორის შესყიდული საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი საქონლის განაწილება, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ აღრიცხულ მატერიალურ ფასეულობათა შენახვა-დაცვა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;

მ) მერიის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და ადამიანური რესურსების მართვა;

ნ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადება, მერიის საჯარო მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება;

ო) მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მათ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის კონტროლი;

პ) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების შემუშავება; საჯარო მოსამსახურეთა შეფასებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

ჟ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

ს) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;

ტ) ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის-მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება-მართვა და მათი განხორციელების კონტროლი, მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

უ) შემოსული განცხადებების საფუძველზე უსახლკაროთა რეგისტრაცია;

ფ) შემოსული განცხადებების საფუძველზე უმუშევართა რეგისტრაცია;

ქ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარებების თაობაზე;

ღ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე;

ყ) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით სტატისტიკური მონაცემების წარმოება თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.);

შ) მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის, არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ჩ) მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება;

ც) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

ძ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობა სამსახურში არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით;

წ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება

ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

ბ) თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ სამედიცინო დაწესებუ-ლებებთან;

გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაცია;

დ) უსახლკაროთა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე;

ე) უმუშევართა რეგისტრაცია შემოსული განცხადებების საფუძველზე;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტერანებისათვის სოციალური დახმარებების გაწევის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ზ) წინადადებების შემუშავება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სოციალური შეღავათების დაწესებისა და დახმარებების გაცემის თაობაზე;

თ) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის კატეგორიების გათვალისწინებით სტატისტიკური მონაცემების წარმოება (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.).

ი) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

კ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

ლ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

მ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;

ნ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;

პ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;

ჟ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

რ) მოქმედი კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“


მუხლი 2.                
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი