დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს რკინიგზის 2000 წლის საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ტრანსპორტის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 21/08/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 23/08/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.012.004.391 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.012.004.391
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №19
2000 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის 2000 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ტვირთის მოზიდვის მიზნით, ”სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებულ ”საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 2000 საფრახტო წლისათვის“ შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. გაუქმდეს მე-6 მუხლის ბოლო აბზაცი არსებული რედაქციით და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საფრახტო წელს 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობის სატრანზიტო გადაზიდვისას დამატებითი ანაკრეფების ოდენობა გადაზიდვების მთელ მოცულობაზე განისაზღვროს 0,15 აშშ დოლარის ოდენობით ერთ ტონაზე“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები