დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში მდებარე 32-ე ქუჩისათვის „საირმის“ სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.124.016004 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში მდებარე 32-ე ქუჩისათვის „საირმის“ სახელის მინიჭების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესისი დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტისშესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროსი მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმის (№23 ) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ფერსათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი ფერსათი, სოფელი შუბანი), სოფელ ფერსათში (საკადასტრო კოდი 30.12) მდებარე 32-ე ქუჩას მიენიჭოს „საირმის“ სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის). 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა, დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა). 3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში-საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. საკრებულოს აპარატმა, საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები