დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 693 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017186 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №579 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017073) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეპიდემიური მდგომარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებში არსებულ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში მომსახურების მისაღებად (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნის დღესვე დოკუმენტის პირადად მიღების შემთხვევისა) განმცხადებელი ვალდებულია მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით წინასწარ შეათანხმოს (დაჯავშნოს) მომსახურების მიღების დრო და ადგილი. სააგენტოსგან მომსახურების მისაღებად აუცილებელია მოქალაქის მიერ პორტალზე – my.gov.ge – განხორციელებული ჯავშნის წარმოდგენა.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 29 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები