დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 692 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017185 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017074) მე-2 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოს სერვისების მიწოდებისა, სააგენტოს სერვისებით სარგებლობა და მომსახურების მიღება შესაძლებელია დისტანციურად, მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით. 2. ეპიდემიური მდგომარეობისა და ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განისაზღვროს ის მუნიციპალიტეტები, სადაც სააგენტოს მომსახურების მიღება (განცხადებებისა და დოკუმენტაციის მატერიალურად წარდგენა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ, მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს – მეშვეობით ვიზიტის დროის განსაზღვრისა და რიგის დაჯავშნის გზით. ამ შემთხვევაში, სააგენტოსგან მომსახურების მისაღებად აუცილებელია მოქალაქის მიერ პორტალზე – my.gov.ge – განხორციელებული ჯავშნის წარმოდგენა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია არ გაუწიოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის/სააგენტოს ფილიალის მეშვეობით მომსახურება იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში. სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს მომსახურება თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს საამისოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინტერესის არსებობის შემთხვევებში, რისთვისაც გამოიყენებს ყველა შესაძლო ღონეს მომსახურების უსაფრთხოდ მისაწოდებლად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 29 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები