„საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 138
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 190030000.10.003.022691
138
26/03/2021
ვებგვერდი, 31/03/2021
190030000.10.003.022691
„საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2021 წლის 26 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №70 დადგენილებაში (სსმ, 21/03/2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებით სამინისტრო უფლებამოსილია, გამართოს კონსულტაციები და დადგენილი წესით დაიქირაოს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდების ცალკეული გამოშვების პირობების დადგენაში, მათ მარკეტინგსა და განთავსებაში. საინვესტიციო ბანკებთან ამგვარი კონსულტაციების გამართვა და მათი დაქირავება საქართველოს არ ავალდებულებს, განახორციელოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება ან შეთავაზება და განთავსება, თუ საქართველოს სახელით ცალსახად არ იქნება მოწონებული და ხელმოწერილი კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შეთავაზებისა და განთავსების თაობაზე ამ დებულების 5(ბ) და 8(ბ) პუნქტების შესაბამისად.“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფასიანი ქაღალდების ცალკეულ გამოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრს ასევე უფლება აქვს, დადგენილი წესით, დაიქირაოს საერთაშორისო და/ან ადგილობრივი ფისკალური აგენტი და/ან იურიდიული მრჩეველი.“.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 და 23 პუნქტების (გარდა 23 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) შესაბამისად, სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს წინადადება ფასიანი ქაღალდების გამოშვების შესახებ, მათ შორის, შესაბამისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტები. აღნიშნული წინადადება უნდა შეიცავდეს ფასიანი ქაღალდების ცალკეული გამოშვების პარამეტრებს ან ლიმიტებს, მათ შორის, გამოშვების მაქსიმალურ ძირითად თანხას, მაქსიმალურ ვადას, ვალუტას, რომელშიც დენომინირებული იქნება აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციის (ლისტინგის) შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე სამინისტროს მოსაზრებას უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვის (ე. წ. „negative pledge“) არსებობასთან დაკავშირებით. სამინისტროს წინადადება შესაძლებელია, შეიცავდეს ასევე სხვა პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფასიან ქაღალდებთან მიმართებით და მოცემულ დროს შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან.“.

4. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფასიანი ქაღალდების თითოეულ გამოშვებასთან დაკავშირებით სამინისტროს წინადადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც უფლებამოსილია, მოიწონოს ან კონკრეტული შენიშვნების გათვალისწინებით მოიწონოს ან უარი თქვას ფინანსთა სამინისტროს წინადადებაზე. მოწონების შემთხვევაში, რაც გულისხმობს თანხმობას აღნიშნული გამოშვების ზოგად პარამეტრებზე (მათ შორის, გამოშვების მაქსიმალური ძირითადი თანხა, მაქსიმალური ვადა, ვალუტა, რომელშიც დენომინირებული იქნება ფასიანი ქაღალდები, უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვა (ე. წ. „negative pledge“) და ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციის (ლისტინგის) შესახებ ინფორმაცია), საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას, რომლითაც ასევე თანხმობას გამოხატავს შესაბამისი ხელშეკრულებების (შეთანხმებების) დადების თაობაზე და ანიჭებს უფლებამოსილებას საქართველოს ფინანსთა მინისტრს:

ა) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვროს გამოშვების საბოლოო პირობები, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ პარამეტრებს;

ბ) დადგენილი წესით ხელი მოაწეროს ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსების მიზნით (მათ შორის, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესყიდვის ხელშეკრულებას (subscription agreement) ან ანდერრაითინგის ხელშეკრულებას (underwriting agreement), ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) აგენტებთან, იურიდიულ მრჩევლებთან ან სხვა მესამე პირებთან, ფასიანი ქაღალდების ამგვარი გამოშვების ხელშეწყობის მიზნით, ფასიან ქაღალდებს, სერტიფიკატებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და დოკუმენტებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციისათვის (ლისტინგი)).“.

5. მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფასიანი ქაღალდების ყოველ გამოშვებასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ამ დებულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი:

ა) განსაზღვრავს გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების საბოლოო პირობებს, მათ შორის, ძირითად თანხას, ფასის განსაზღვრის პირობებს (ანუ საპროცენტო განაკვეთს ან/და საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის მეთოდსა და ფასიანი ქაღალდების პირველადი გაყიდვის ფასს), ვადიანობას, ვალუტას, რომელშიც ფასიანი ქაღალდები იქნება დენომინირებული, უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების შეზღუდვის (ე. წ. „nagative pledge“) დაწესებას, ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე შესაძლო რეგისტრაციას (ლისტინგს) და სხვა პირობებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფასიან ქაღალდებთან მიმართებით და რომლებიც მოცემულ დროს შესაბამისობაშია საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან;

ბ) დადგენილი წესით ხელს აწერს ყველა იმ შეთანხმებასა და დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და განთავსებისათვის (მათ შორის, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შესყიდვის ხელშეკრულებას (subscription agreement) ან ანდერრაიტინგის ხელშეკრულებას (underwriting agreement), ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს) აგენტებთან, იურიდიულ მრჩევლებთან ან სხვა მესამე პირებთან, ფასიანი ქაღალდების ამგვარი გამოშვების ხელშეწყობის მიზნით, ფასიან ქაღალდებს, სერტიფიკატებს ან სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებას და დოკუმენტებს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე რეგისტრაციისათვის (ლისტინგი)).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი