„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016692
1-1/120
26/03/2021
ვებგვერდი, 30/03/2021
040110030.22.024.016692
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/120

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 150211, 15/02/2011წ., 040110030.22.024.016035) დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობის (მათ შორის – სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ლიზინგის ფორმით)/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „სახელმწიფო ქონების შესა­ხებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობა.

3. აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება/რეალიზაცია, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ (მხოლოდ საპრივატიზებო, სარეალიზაციო ან სარგებლობის საფასურის გადახდის პირობით) ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო, სარეალიზაციო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი  აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობის/მართვის უფლებით მიმღები პირის ვალდებულება არის საპრივატიზებო ან სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო, სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულება.

4. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას/რეალიზაციას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – ქონების სააგენტო) ან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემას, ქონების სააგენტოს თანხმობით, ახორციელებს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული.

6.​ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს ქონების სააგენტო.

7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება ერიცხება ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მოძრავი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს ქონების სააგენტოს.

8. სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისას აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც თანახმაა, ვალდებულების სახით იკისროს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების პრივატიზების/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

9. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას, სარგებლობაში გადაცემისა და მართვის უფლებით გადაცემის დროს საწყისი საპრივატიზებო თანხა/საწყისი სარეალიზაციო საფასური და საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.

10. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა მოძრავი ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გარდა), ხოლო მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევაში – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი.

11. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

12. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი.

13. აუქციონი ცხადდება პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

14. ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ, გარდა გამარჯვებულისა, კონფიდენციალურია.

15. ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით აქვს გადაცემული, უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, გადაცემიდან 1 თვის ვადაში წარუდგენს ქონების სააგენტოს.

16. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონებას სარგებლობაში გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მან ეს საკითხი აგრეთვე უნდა შეუთანხმოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.“.

2) მე-4 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.“;

გ) მე-12 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თუკი:

ვ.ა) აუქციონში გამარჯვებული არ შეიძლება წარმოადგენდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

ვ.ბ) აუქციონში გამარჯვებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში არ წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს აუქციონში გამარჯვებულის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი – ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა