დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.115.016332 |
6
26/03/2021
ვებგვერდი, 30/03/2021
010250000.35.115.016332
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ‘’ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისადლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი დანართი N-1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
N - დანართი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი.
|
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამებიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.
|
თავი I
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებების და განვითარების პროგრამები |
მუხლი 1.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებების და განვითარების პროგრამები: |
|
თავი II
ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 2.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების პასუხისმგებელი უწყება. |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტი მერიის განათლების, კულტურისა, სპორტის განვითარების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური (შემდგომში-სამსახური). |
მუხლი 3.
კულტურულ, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. |
|
| მუხლი 4 |
განცხადებების განხილვა.შემოსული განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. |
მუხლი 5.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება. |
სამსახური კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინასების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. |
მუხლი 6.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. |
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინასების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლენტეხის მერის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ან/და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. |
მუხლი 7.
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსება. |
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები