დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.115.016331 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 -მარტის №11 დადგენილებაში და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 1. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს 0.5 ლარი ერთ სულზე , მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) ლარისა ოჯახზე , ამასთან სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 4(ოთხ) სულს; 2. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დასუფთავების გადასახადი განისაზღვროს 0,25 ლარით 1-სულზე ; 3. იურიდიული პირებისათვის, ინდმეწარმეებისათვის და დაწესებულებებისათვის დაწესდეს ყოველთვიური მოსაკრებელი: ა) ა(ა)იპ-ების, შპს-ების, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებისათვის, ბენზოგასამართი სადგურებისთვის და სხვა დაწესებულებისათვის 20- ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე ყოველთვიურად; ბ) საოჯახო სასტუმროებისათვის, გარე მოვაჭრეებისათვის, კვების ობიექტებისათვის სეზონურად 20 ლარი ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე. გ) მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონები 10 ლარი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები