„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022686
133
26/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
470230000.10.003.022686
„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირბადის ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №368 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/06/2020, 470230000.10.003.022082) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „პირბადის ტარების წესის“ მე-4 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, კომუნიკაციის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს გამჭვირვალე პირბადე ან/და სახის ფარი (თუ შესაძლებელია უსაფრთხო დისტანციის დაცვა).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი