„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 190020030.10.003.022683
130
26/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
190020030.10.003.022683
„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ნოემბრის №716 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/11/2020, 190020030.10.003.022437) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლის:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არა უმეტეს 20 ლარს;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან ან/და 2021 წლის 1 მარტამდე უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით შესყიდული აქვთ არანაკლებ 75 ტონა ფქვილისა ან იმპორტირებული აქვთ არანაკლებ 140 ტონა ხორბლისა;“.

2.  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.“.

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გავრცელდეს პროგრამის ფარგლებში 2021 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი