„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 040110040.10.003.022678
125
25/03/2021
ვებგვერდი, 29/03/2021
040110040.10.003.022678
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2021 წლის 25 მარტი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/07/2020; 040110040.10.003.022162) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულებაში:

1. მე-2 მუხლის:

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არასაცხოვრებელი ფართობი – შენობის ნაწილი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად;“;

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საბინაო ფონდი – ფართობების ერთობლიობა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სამსახურებრივი სარგებლობის ფართობის სტატუსი;“.

2. მე-3 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იზოლირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (მის მიერ დაკავებული შენობის გაშენების ფართობის მიწის ნაკვეთთან ერთად), რომელიც არ წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ნაწილს და არ ირიცხება სამინისტროს საბინაო ფონდში.“.

3. მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საკუთრებაში არ გადაეცემა ამ დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად), თუ:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში ერთხელ მაინც გადაეცა უსასყიდლოდ ან/და სიმბოლურ ფასად (1000 ლარამდე);

ბ) როგორც დევნილი/დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით;

გ) საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი  ფართი.

3. ამ დადგენილებით განსაზღვრული ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში არ გადაეცემა:

ა) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ან/და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებში მომსახურე პირს;

ბ) თუ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სამხედრო დანიშნულებით ან/და მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.

4. ამ დადგენილების შესაბამისად, საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) შესაბამისი პირისათვის (მათ შორის, დევნილისათვის/დევნილი ოჯახისათვის) საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ მის მიმართ აღებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების (მათ შორის, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის) შესრულებას. შესაბამისად, ამ პირის (მათ შორის, დევნილის/დევნილი ოჯახის) მიმართ სახელმწიფოს ან/და სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულება შესრულებულად  ჩაითვლება.“.

4. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა

1. სამინისტრო საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადასცემს  ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს (გარდა დევნილისა/დევნილი ოჯახისა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით), მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან დაერთვება დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფოს ან/და სამინისტროს აღებული აქვს მისთვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.

2. თუ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა ერთზე მეტ პირს, სამინისტროს წარედგინება განცხადება, რომელშიც გამოხატული უნდა იქნეს შესაბამისი საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიღების მსურველი ყველა პირის ნება ამ ფართობის თანასაკუთრებაში მიღებაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი წერილობით განცხადებასთან ერთად სამინისტროს წარუდგენს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ბ) მემკვიდრეობის მოწმობის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი წარმოადგენს იმ პირის მემკვიდრეს, რომელმაც საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობის (სარგებლობის) უფლება მიიღო მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის (უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ორდერი, საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას) საფუძველზე;

გ) მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) ან სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი კანონიერად ფლობს (სარგებლობს) საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) არანაკლებ სამი მეზობლის ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას, რომლითაც დასტურდება განმცხადებლის მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის ფლობა (სარგებლობა);

ე) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ინფორმაციას საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე სანივთო უფლების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ;

ვ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს, თუ ეს ფართობი მდებარეობს იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში;

ზ) საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა აზომვით ნახაზს და იმ შენობა-ნაგებობის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, სადაც ეს ფართობი მდებარეობს, თუ ეს შენობა-ნაგებობა რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში;

თ) საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, თუ შესაბამის საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობთან ერთად გადასაცემი შესაბამისი მიწის ნაკვეთი  რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში.

4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ შენობაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემა დაიშვება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის გადაწყვეტილებით, პირს შეიძლება გადაეცეს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემზღუდველი პირობების გაუთვალისწინებლად.

6. საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადებას განიხილავს კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7.  კომისია უფლებამოსილია:

ა) საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

ბ)  კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მიიწვიოს დაინტერესებული პირი;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, რომელსაც სამინისტროში არ აქვს წარდგენილი განცხადება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) თანასაკუთრებაში მიღებაზე, განუსაზღვროს ვადა ამ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად)  მისთვის თანასაკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებით განცხადების სამინისტროში წარდგენის მიზნით.

8. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) უფლებამოსილი პირისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, თუ ამ პირის მიერ სრულყოფილად არის წარდგენილი ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია; საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი ექვემდებარება საკუთრებაში გადაცემას ამ დადგენილების მიხედვით; არ მიმდინარეობს დავა ამ ფართობზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით; სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტში  არ არის მითითებული ამ ფართობზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაცია;

ბ) განმცხადებლისათვის საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ ვერ კმაყოფილდება საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში გადაცემისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები.

მუხლი 6. საკუთრების უფლების მოწმობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია

1. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მიღებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი თანამდებობის პირი გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი 1).

2. საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობზე (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

3. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლებას არეგისტრირებს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის (შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად) საკუთრებაში მიმღები პირის მიერ წარდგენილი საკუთრების უფლების მოწმობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე.“.

5. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61.  სსიპდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა

სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო საცხოვრებელ ან/და არასაცხოვრებელ ფართობს (შესაბამის მიწის ნაკვეთთან  ერთად) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს თანხმობით, საკუთრებაში გადასცემს  ამ დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს – დევნილს/დევნილ ოჯახს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფილი არ არის დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. მრავალბინიანი სახლის საერთო ქონება

1. მრავალბინიანი სახლის საერთო ქონებაზე, რომელიც არ განეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ იზოლირებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, საკუთრების უფლების მოპოვება რეგულირდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, გასცეს თანხმობა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების განკარგვაზე.“.

7. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №1.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი