„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016414
6
26/03/2021
ვებგვერდი, 30/03/2021
010260020.35.124.016414
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 26 მარტი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 აგვისტოს  №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016396) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის (ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“, მოქმედი კანონმდებლობის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს (სამსახურის ფუნქციები) დაემატოს მე-21 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„21. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე