დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის N16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.168.016325 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №16 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 09/03/2018წ., 190040000.35.168.016250) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში ტექსტში – სამსახური) არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ მომსახურებას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტას, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“.
|
2.
მე-3 მუხლი („სამსახურის ფუნქციები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები „1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროს განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება; ბ) მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში პროგრამების შემუშავება; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ე) დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, მონაცემების მიღება-დამუშავება; მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა აღრიცხვა, ელექტრონული ბაზის შექმნა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ეტლებით უზრუნველყოფა შესაბამისი ორგანიზაციიდან; ვ) ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; თ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით დევნილთა, ლტოლვილთა, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მათი დროებითი განსახლების ორგანიზება; ი) უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; კ) უსახლკაროთა რეგისტრაცია; ლ) ინფორმაციის მოპოვება ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ; მ) ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი წესის შესაბამისად საბუთების მოწესრიგება, ვეტერანთა ბაზის უზრუნველყოფა, მონიტორინგი. 2. სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩაატაროს სოციალური მუშაობა, რაც გულისხმობს: ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას; გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას; დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას; ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას; ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას; თ) სოციალური მუშაკის ქსელში ჩართვას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას; ი) კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; კ) სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოებას; ლ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობის მიზნით მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულისათვის გადაგზავნას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები