დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო მონეტების მიმოქცევაში გაშვების და რეალიზაციის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 28/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 11/08/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.009.004.370 |
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 220.009.004.370
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №37
2000 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო მონეტების მიმოქცევაში გაშვებისა და რეალიზაციის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის აღსანიშნავად გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში ბიმეტალური 10 ლარის ღირსების საიუბილეო მონეტები, რომლებიც იბრუნებს 1995 და 1999 წლების ნიმუშების 10 ლარის ღირსების ბანკნოტების პარალელურად.
2. .ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს მითითებული მონეტა და აწარმოოს ანგარიშსწორება.
3. ბიმეტალური 10 ლარის ღირსების საიუბილეო მონეტის მიმოქცევაში გაშვების პარალელურად დაიწყოს იგივე ნომინალისა და დიზაინის მქონე ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფასებით.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს მონეტების უკან დაბრუნების ვალდებულებას ნომინალური ღირებულებით.
5. დადგენილება, საიუბილეო მონეტების ნიმუშები და ინფორმაცია მათი აღწერილობის შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში.
საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
ქრისტეშობიდან 2000 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის აღწერილობა აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოშვებულია სამი ტიპის საიუბილეო მონეტა
1) ბიმეტალური მონეტა
2) ვერცხლის მონეტა
3) სპილენძ-ნიკელის მონეტა
მონეტების დიზაინი იდენტურია. კერძოდ, ავერსის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებით და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა ”ქრისტეშობიდან 2000 წელი“.
რევერსის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „10“ და იკითხება წარწერები „ათი“ და „ლარი“. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა ”საქართველოს ეროვნული ბანკი 2000“.
მონეტის დაღარულ წიბოზე ჩატვირთულია ინგლისურენოვანი წარწერა ”GEORGIA“ და „TEN LARI“.
შემადგენლობა:
ა) ბიმეტალური მონეტა შიდა რკალი – სპილენძ-ნიკელი
გარეთა რკალი – ნიკელი-თითბერი
ბ) ვერცხლის მონეტა ვერცხლი 925 0
გ) სპილენძ-ნიკელის მონეტა სპილენძი –ნიკელი (75/25)
დიამეტრი:
ა) ბიმეტალური მონეტა 26,00 მმ
ბ) ვერცხლის მონეტა 28.40 მმ
გ) სპილენძ-ნიკელის მონეტა 38.61 მმ
წონა:
ა) ბიმეტალური მონეტა 10.60 გრ
ბ) ვერცხლის მონეტა 15.98 გრ
გ) სპილენძ-ნიკელის მონეტა 28. 28 გრ
გამოშვების წელი: 2000
(ნ ი მ უ ში)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები