დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 19/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №92
2009 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
„ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №33 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №22, მუხ. 287) დამტკიცებულ ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ნებისმიერი თვის 21 რიცხვამდე გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაში შედის ამ თვის ბოლო დღის 24 საათზე, ხოლო 21 რიცხვიდან გაფორმებული ხელშეკრულება – მომდევნო თვის ბოლო დღის 24 საათზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები