დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 24/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016019 |
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში/ კოლეგიაში/პალატაში/საგამოძიებო კოლეგიაში საქმის განხილვის დავალების შემთხვევაში, ასევე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დავალებისას ან პირიქით, თუ დავალების ხანგრძლივობა აღემატება 10 დღეს და ობიექტურად შეუძლებელია მოსამართლემ პარალელურ რეჟიმში განახორციელოს სამოსამართლეო უფლებამოსილება ორივე სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში/საგამოძიებო კოლეგიაში, ასევე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის და მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება, მოსამართლის მოთხოვნით და სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს მოსამართლეზე საქმეთა განაწილება დავალების ხანგრძლივობის ვადით იმ სპეციალიზებულ შემადგენლობაში/კოლეგიაში/პალატაში/საგამოძიებო კოლეგიაში/მაგისტრატ სასამართლოში, სადაც მოსამართლე არის გამწესებული უფლებამოსილების განხორციელების დავალებამდე.“.
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები