„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.159.016460
20
25/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
210020010.35.159.016460
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №20

2021 წლის 25 მარტი

ქ.მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქრთველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტი ,,გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების და სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აგვისტოს №19 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2020; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.159.016424) და,

1. დადგენილების დანართი №1–ის  მე-15  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15.  მოსაკრებლის გადახდის წესი

„1. დასუფთავების მოსაკრებლების გადახდა წარმოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, მარნეულის მუნიციპალტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ, გადამხდელისათვის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე.“

2. დადგენილების დანართი №1–ის  მე-15  მუხლის  მე-5  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის საფუძველზე მხარეებთან, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინების პროცესში გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.“

3. დადგენილების დანართი №1–ის  მე-17  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17.  მოსაკრებლის  გადახდის ვალდებულებების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება

„ 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე