დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 119 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №119
2021 წლის 25 მარტი
თბილისი
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის № 68 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდეს 2021 წლის 26 აპრილიდან 2021 წლის 19 მაისამდე.
2. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტირების ფორმით და მოიცავს ორ ეტაპს:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები);
ბ) პროფესიული ნაწილი.
3. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებისა და დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ უზრუნველყოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის სამდივნოს შექმნა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასატარებლად აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე
დოკუმენტის კომენტარები