დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016329 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/03/2021 - 08/04/2021)
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თანდართული წესი. (დანართი თან ერთვის)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი.
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღოსნისძიებებს.
|
მუხლი 2.
საჯარიმო ქვითრის ჩაბარება |
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვითვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე. 3. საჯარიმო ქვიტარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, მისი საჯაროდ გამოქვეყნის მიზნით.
|
მუხლი 3.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნის ვალდებულება |
1. პირისათვის საჯარიმო ქვცითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე: akhalkakali.ge (შემდგომ, ვებგვერდზე) შესაბამის ველში.
2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. 3. საჯრიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევამისი ამ წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
|
მუხლი 4.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება
|
1. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზეთავსდება იმ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისათვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირის ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზითმოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევის ფაქტთან დაკავსირებით გამოწერილ საჯარიმო ქვიტარს. 3. ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/ და ფოტოფირის ნახვა.
|
მუხლი 5.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ტაობაზე პირის იმფორმირება
|
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ იმფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, იმფორმაციას, მოკლე ტექსტური შეყტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო იმფორმაცია.
|
მუხლი 6.
საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების ვადა
|
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალურ ვებ გვერდიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურების თანავე |
დოკუმენტის კომენტარები