„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.017133
26
24/03/2021
ვებგვერდი, 25/03/2021
010320000.22.034.017133
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №26

2021 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2013, 010320000.22.034.016250) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ჯილდოვდებიან პოლიციელები, ასევე, ღვაწლმოსილი ყოფილი პოლიციელები მნიშვნელოვანი დავალების სანიმუშო შესრულებისათვის, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური