„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016309
4
25/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
010260020.35.118.016309
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2021 წლის 25 მარტი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016305) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაეწევა განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე