დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 245 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016681 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N87 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 26/12/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016523) პირველი მუხლით დამტკიცებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 04) განხორციელების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1 წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა;“
1.2 წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მრავალშვილიანი მშობელი ოთხი და მეტი შვილით; ი) მარტოხელა მშობელი; კ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე პირები;“ 1.3 წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „ე.ი“ და „ე.კ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ი) ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი“;“ „ე.კ) ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“.“
1.4 წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ1“, „დ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.40 ლარის ოდენობით. გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.30 ლარის ოდენობით. 1.5 წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ , „ბ1“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“;“
1.6 წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ა(ა)იპ – ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორს, ა(ა)იპ – რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება „ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკის“ დირექტორს, ა(ა)იპ – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის“ ხელმძღვანელს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიულ მუზეუმის“ დირექტორს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ - „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დირექტორს, ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ დირექტორს, მხოლოდ იმ პირების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ მუნიციპალური შიდასაქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები