დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016498 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის №27 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 01/01/2021,
010250050.35.166.016492
) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დანართი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი 3 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა და იშვიათი დაავადებების მქონე პირთა საკვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 03) მუხლი 1. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის და იშვიათი დაავადებების მქონე პირებისათვის აუცილებელი საკვების მიწოდება. მუხლი 2. პროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი 1. ა) ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირები. 2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა; ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; თ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში). მუხლი 3. დაფინანსების მოცულობა 1. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 2. ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დააავადებული პირების დახმარების ოდენობა განსაზღვროს წლიური ლიმიტი - 3 000 ლარით. მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას; 2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 90 კალენდარულ დღეში. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად. მუხლი 5. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტია 15 000 ლარი.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები