დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | ნ-3 |
დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 22/03/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016091 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016020) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. დამტკიცდეს „განგრძობითი განათლების სტანდარტი“ თანდართული დანართის შესაბამისად; 2. დამტკიცდეს ,,სწავლის შედეგები“ თანდართული დანართი ,,ა“- ს შესაბამისად.“. 2. დანართი ,,ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. ბრძანებით დამტკიცებული ,,განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. სწავლისა და განვითარების ხელშესაწყობად პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია წევრი სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის ან სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ჯგუფისათვის შექმნას განგრძობითი განვითარების ჩარჩო, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონცეფციის სტრუქტურა და სახელმძღვანელო. განგრძობითი განვითარების ჩარჩო უნდა დაეხმაროს სერტიფიცირებულ ბუღალტერს განსაზღვროს, განახორციელოს და აღრიცხოს მისთვის რელევანტური განგრძობითი განვითარების პროცესი. განგრძობითი განათლების ჩარჩო სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) რელევანტური სწავლის შედეგების და ინდივიდუალური განვითარების მოთხოვნილისაგან განსხვავების იდენტიფიცირებისათვის თვითშეფასების პროცესს; ბ) განვითარებისათვის განკუთვნილი აქტივობების შესრულების და აღრიცხვის გეგმას; გ) დასრულებული სწავლისა და განვითარებისათვის განკუთვნილი აქტივობების შეფასებას და თვითგააზრების განხორციელებას; დ) სწავლისა და განვითარებისათვის განკუთვნილი გეგმის შესაბამისად შესწორებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის განგრძობითი განვითარების ჩარჩოში დაგეგმილი სწავლის შედეგები სულ მცირე უნდა მოიცავდეს დანართი ,,ა“-თი განსაზღვრულ სწავლის შედეგებს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი „ა“
|
სწავლის შედეგები
|
დოკუმენტის კომენტარები