დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.127.016399 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №38 (სსმ, ვებგვერდი, 09/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.127.016261) დადგენილების დანართ №1-ის მე-3 და მე-8 მუხლებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამები; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს და შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოს უსახლკაროები; გ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მოხუცების საზოგადოებასთან ადაპტირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) შეიმუშაოს და განახორციელოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე მცხოვრები დევნილთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამები; ე) შეიმუშაოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამები; ვ) კოორდინაცია გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებს; ზ) შეიმუშაოს და გაატაროს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამები; თ) გაუწიოს სოციალური დახმარება და სხვა სახის შეღავათები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებს; ი) განახორციელოს მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; კ) ორგანიზება გაუწიოს იმ პირთა აღრიცხვას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ლ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კოორდინაცია და მონიტორინგი გაუწიოს ომის ვეტერანთა საქმეებს; მ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები. ნ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; პ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება; ჟ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; რ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ს) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება; 2. სამსახურის ამოცანებია: ა) სოციალური პირობების გავლენის შესწავლა; ბ) მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის მოსახლეობის სოციალური გარანტიების განმტკიცების მიზნით სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევა; გ) სამზრუნველო დაწესებულებების ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარება; დ) მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზის შექმნა; ე) დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას. ვ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“ მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი – I რანგი (მაღალი მართველობითი დონე); ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური დაცვის საკითხებში – III რანგი II კატეგორია; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი დევნილთა და უსახლკაროთა საკითხებში – III რანგი II კატეგორია; დ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური პროგრამების მართვის საკითხებში – III რანგი III კატეგორია; ე) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სოციალური დაცვის პაკეტების პროგრამული დოკუმენტაციების დამუშავების საკითხებში – IV რანგი I კატეგორია.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები