„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 22/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016532
4/2021
22/03/2021
ვებგვერდი, 23/03/2021
010240020.15.008.016532
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №4/2021

2021 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 16 ივლისის №27/2013 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი - www.matsne.gov.ge, 17/07/2013, 010240020.15.008.016094) დამტკიცებული:

1. დანართი 1-ის (საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი) მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამომრჩეველთა სიების დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების საზღვრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ – პერიოდულად;

გ) ამომრჩეველთა ერთიან სიას – პერიოდულად;

დ) ამომრჩეველთა რაოდენობას ოლქების მიხედვით – პერიოდულად;”;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჩივრების რეესტრს (საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება, საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად) – საარჩევნო პერიოდში;”;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო რეგისტრაციების დეპარტამენტი:

ა) რეგისტრირებული პარტიების სიას, აგრეთვე იმ პარტიების, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა – პერიოდულად, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა;

ბ) წარდგენილ კანდიდატთა სიას – წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში;

გ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებას – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

დ) ცესკოს მდივნის განკარგულებებს – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

ე) ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ – რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა;

ვ) ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტების მიერ ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების შესახებ – გადაწყვეტილების მიღებიდან 48 საათში.”;

დ) მე-6 პუნქტის „დ” ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 პუნქტის:

ე.ა) „რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის სახელის, გვარისა და ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის შესახებ – განახლდება ცვლილების შემთხვევაში;”;

ე.ბ) „ს” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ” ქვეპუნქტი:

„ტ) ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და „ონლაინჩათის” მომსახურების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს – პერიოდულად;”;

ვ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ა) საარჩევნო უბნების ნომრების, მისამართების, ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – მიღებისთანავე;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე;

გ) არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;

დ) არჩევნების შედეგების შესახებ, თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით – არჩევნების საბოლოო შედეგის შეჯამებისთანავე;

ე) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალის შესახებ, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა, აგრეთვე იმ შენობა-ნაგენობათა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია/აკრძალულია საარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარება – ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადმოცემიდან 2 დღის ვადაში;

ვ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციას, მათი რეგისტრაციიდან/რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-20 დღისა;

ზ) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ – ინფორმაციის მიღებისთანავე;

თ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსულ ყველა სახის განცხადებას/საჩივარს და შესაბამის გადაწყვეტილებებს – არსებული წესის შესაბამისად;

ი) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორობის კანდიდატთა სიას – განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 2 დღის განმავლობაში;

კ) საოლქო საარჩევნო კომისიებში სტაჟიორებად დანიშნულ პირთა სიას – ოლქის თავმჯდომარის განკარგულების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში;

ლ) სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და მისამართების შესახებ – მიღებისთანავე;

მ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნების ჩამონათვალს ოლქების მიხედვით – მიღებისთანავე;

ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – პერიოდულად, ცვლილებების შესაბამისად;

ო) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს – შესაბამისი კომისიებიდან მიღებისთანავე.”;

ზ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. ცესკოს მდივნის აპარატი:

ა) ცესკოს დადგენილებას – მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ბ) ცესკოს განკარგულებას – არაუგვიანეს გამოცემის მომდევნო დღისა;

გ) ცესკოს სხდომის ოქმს -– ხელმოწერისთანავე;”.

2. დანართი 2-ის (საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაცემით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომელიც დარეგისტრირდება ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში ან/და გააგზავნოს მოთხოვნა კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე (http://publicinfo@cec.gov.ge) ამ დადგენილების დანართი 1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განყოფილებაში მითითებულ ველებში შესაბამისი ინფორმაციის მითითებით (განცხადების შინაარსი, ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება (იურიდიული პირის შემთხვევაში), მობილურის ნომერი).”;

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში შემოსული ელგანცხადება, კანცელარიის თანამშრომლის მიერ მიღებისთანავე გადაეგზავნება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს (ცესკოს მდივანს) და შესაბამის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, კომისიის მდივანი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების თანამშრომლის მიერ. ცესკოს უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.”;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. არჩევნების შესახებ ინფორმაციასა და საარჩევნო დოკუმენტაციას ამზადებს შესაბამისი დეპარტამენტი და გასცემს მისი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).”;

ბ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (http://publicinfo@cec.gov.ge) შემოსვლისა და მისი კანცელარიაში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი