დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 22/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190030.15.008.016530 |
|
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას); უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე, სასამართლოებიდან შემოსული, განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას.“. 2. მე-13 მუხლის: ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით;“; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;“. 3. მე-14 მუხლის 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „181. ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობების შესახებ.“. 4. 182 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 182. ცესკოს მდივნის აპარატი ფუნქციების შესასრულებლად ცესკოს მდივნის აპარატი მასში შემავალი განყოფილების მეშვეობით: 1. ორგანიზებას უწევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების ერთიან სისტემას; 2. ახდენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის „eDocument” სისტემის ადმინისტრირებას; 3. უზრუნველყოფს კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის დროულად მიწოდებას. აგრეთვე, დოკუმენტაციის შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნას/მიწოდებას; 4. გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას; 5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს, ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი აქტების პროექტებს; 6. უზრუნველყოფს ცესკოს სხდომების/სხდომათა დარბაზის მომზადებას. შესაბამისი დეპარტამენტებისაგან მიღებული სამართლებრივი აქტების პროექტების საფუძველზე ადგენს ცესკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს და წარუდგენს ცესკოს მდივანს; 7. უზრუნველყოფს ცესკოს, ცესკოს სამუშაო ჯგუფებისა და სხვადასხვა კომისიების სხდომის ოქმების შედგენას; 8. უზრუნველყოფს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებებისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის” გადაცემას, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით; 9. უზრუნველყოფს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმების საქართველოს პარლამენტისათვის გადაცემას; 10. უზრუნველყოფს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადების, გამოყენებისა და შენახვის კონტროლს, აღრიცხვას, განადგურებას და შენახვას სათანადოდ ჩაკეტილ და დაცულ ადგილას, „იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესების განსაზღვრის შესახებ, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2858-Iს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. აგრეთვე, გერბიანი ბლანკების აღრიცხვისათვის სააღრიცხვო-სარეგისტრაციო ფორმის (ბარათი, ჟურნალი) შემუშავებას და ამ ფორმების დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურაში შეტანას; 11. უზრუნველყოფს ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების და მათ ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციის მიღებას და აღნიშნული დოკუმენტაციის საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას; 12. ცესკოს არქივში დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საარჩევნო კომისიებიდან დოკუმენტაციის/საარქივო მასალის მიღებას, დამუშავებას და მათ სათანადო წესით შენახვას/დაარქივებას; 13. უზრუნველყოფს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტებზე, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმას; 14. ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არქივის ფუნქციონირებას და მართვას; 15. უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიბლიოთეკის ფუნქციონირებას და მართვას; 16. ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშვთა ბიუროს ფუნქციონირებას და მართვას; 17. ახდენს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვა-დამუშავებას; 18. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას; 19. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“. 5. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ცესკოში საჯარო ინფორმაციის რეესტრს აწარმოებს ცესკოს მდივნის აპარატი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები